ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება
9 დეკემბერი ქ.რუსთავის კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2”-ისთვის უჩველო აღმოჩნდა. დღეს სკოლის დარბაზმა მოწვეულ სტუმრებს უმასპინძლა.
ღონისძიება ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის დაბადების 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.
ჩვენი სკოლის სააქტო დარბაზში მოეწყო გამოფენა “ხელოვნებაა თავად უკვდავება-ჩვენი ნიკალა”.
ღონისძიებას გაუძღვნენ ჩვენი სკოლის ბობლიოთეკარი ქეთევან გელაშვილი და ყველასთვის ცნობილი
ჟურნალისტი და ხელოვნების მასწავლებელი ლია მარტაშვილი.
მოსწავლეებმა მოისმინეს ნიკო ფიროსმანიშვილის ბიოგრაფია, ნახეს მისი სახლ-მუზეუმი და ცნობილი ნახატები , უყურეს მასზე გადაღებული ფილმიდან ამონარიდებს.
შემდეგ მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი ნახატები ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მიხედვით , საკუთარი თვალით დანახული ნიკალას პერსონაჟები. ასევე გამოფენილი იყო ჩვენი სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები…
ასევე წარმოდგენილი იყო ,,მზეკაბანი 2-ის” მე-4კლასის პედაგოგის მაია თევდორაშვილის ნამუშევრები-ნაქარგები.პროექტი მიზნად ისახავდა დიდი მხატვრის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მოსწავლეებში ესთეტიკური აღქმის უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მათ ჩაბმას შემოქმედებით საქმიანობაში.
ზემოთ აღნიშნული ღონისძიება რუსთავის ტელევიზიამ გააშუქა და მოამზადა სიუჟეტი , რომელიც ქვემო ქართლზე გავიდა.