21 იანვარს კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 2″-ის მე-4კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ არასამთავრობო ორგანიზაციას ,,საქართველოს ახალგაზრდები ევროპისთვის ” .
მოსწავლეებს თავი წარუდგინეს უცხოელმა პედაგოგებმა, გააცნეს სტუმრობის მიზანი .
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან აქტივობებში , შემეცნებით თამაშებში. ერთობლივად დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები.
მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები იყვნენ ამ დღეს დაგეგმილი აქტივობებით.დავგეგმეთ შემდეგი შეხვედრაც.












