2 თებერვალი – წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა.
,,მზეკაბანი 2-ის” დაწყებითი კლასის მასწავლებლებმა მოსწავლეებს სკოლის ბიბლიოთეკაში ესაუბრნენ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე, წიგნის საჭიროებასა და სიყვარულზე . მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სასურველი წიგნები .
ჩვენს მოსწავლეებს განსაკუთრებით მოეწონათ ხელნაკეთი წიგნები, რომელიც მათი წინამორბედი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერაა დამზადებული.განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის ბიბლიოთეკარს ქეთევან გელაშვილს.