კონფერენცია წარიმართა მოხსენებით ფორმატში. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს დედაენის დღესთან დაკავშირებული საინტერესო ტიპის ინფორმაციები; იმსჯელეს კონკრეტულ ნაწარმოებებსა და მათ ავტორებზე.
მოსწავლეთა კონფერენცია მიზნად ისახავდა სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას 14 აპრილთან დაკავშირებით და, ამავდროულად, აღსაზრდელთა ორატორული, სამსჯელო, ანალიტიკური უნარების დახვეწა-განვითარებას.
მათ დაამყარეს ლოგიკური კავშირი როგორც წარსულ გამოცდილებასთან, ისე – თანამედროვე ყოფასთან. გამოკვეთეს ძირითადი აქცენტები და დასკვნით ნაწილში, ყოველი საფეხურის მოსწავლემ წარმოთქვა აფორიზმი ჩვენთვის უძვირფასესი პოემა “ვეფხისტყაოსნიდან”.
სიმბოლური სახით, მომხსენებლებს გადაეცათ მადლობის სიგელი, იმ შემართებისა და გაწეული შრომისათვის, რაც კონფერენციის წარმატებული წარმართვისათვის გამოიჩინეს.
მოსწავლეთა კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: მარიამ დვალიშვილი და ლელა ჩაკვეტაძე.





See insights and ads
All reactions:
2020





