“მზეკაბანი 2-ის” პირველი კლასის მოსწავლეები იყვნენ მუზეუმში პროგრამაზე – “მოგზაურობა მულტიპლიკაციის სამყაროში”. მოსწავლეები გაეცნენ მულტიპლიკაციური კინოს შექმნის ტექნიკურ ხერხებს და ისტორიას, შემდეგ კი ნახეს ქართული მულტფილმი “კომბლე”. მიიღეს მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში. შემდეგ კი საკუთარი ხელით დაამზადეს მედლები სხვადასხვა გმირების გამოსახულებებით. ბოლოს ჰქონდათ ფოტოსესია და დაათვალიერეს მუზეუმის ტერიტორია. პედაგოგი: ნადია მიქაძე.