თემა ,,უჯრედი”
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ მცენარეული და ცხოველური უჯრედის აგებულებას, უჯრედის კომპონენტების ფუნქციებს, მათ მდებარეობას. ასევე იმუშავეს ჯგუფურად, ააწყეს წინასწარ მომზადებული უჯრედის ორგანოიდებისგან მთლიანი უჯრედი, შეავსეს ცხრილი სადაც ნათლად დაინახეს მცენარეული და ცხოვეული უჯრედის საერთო და განსხვავებული ორგანოიდები. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო მასალა უჯრედის შესახებ, მიკროსკოპის საშუალებით დაათვალიერეს ხახვის ანათალისგან უჯრედები.
პედაგოგი: ირა ჯიყაშვილი


