უკვე 18 წელია, რაც „მზეკაბანელები“ ასე ამბობენ მასზე…
ქალბატონი ლია მარტაშვილი ერთერთი პირველთაგანია “რუსთავის საერო სკოლა მზეკაბანი 2-ში“ იმ მასწავლებელთა შორის, შეუცვლელად რომ მუშაობს დღემდე.
…„შენ უნდა სოფლისა ყოფილიყავ, მარტო საჯალაბო ვერ იქნებოდიო“ – უთქვამს პოეტს და მართლაც, ქალბატონი ლია მარტაშვილი ყველასია, მთელი ქვეყნისაა, რუსთავისაა, მაგრამ მაინც ჩვენია, სკოლის თითოეულ პერსონაზე მზრუნველი და მოამაგე, აღმზრდელი და გულშემატკივარი. ამიტომაც გვიყვარს ყველას, დიდსა და პატარას. გვიხარია მისი ქომაგობა და საოცარი კახური იუმორით შეზავებული შემართება, სიცოცხლით და ხალისით რომ გვილამაზებს ყოფას.
ჩვენო ლია, ერთდროულად გილოცავთ იუბილესა და ყველა ქართველისთვის საყვარელი მწერლის, „ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის პრემიის“ მინიჭებას. თქვენ არ გაკლიათ არც დამსახურებული წოდებები და პრემიები, რაც დიდი შრომის შედეგია ნიჭიერებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე მთავარი ის დიდი სიყვარულია, კრძალვა და პატივისცემა, რასაც შენი რუთაველებისგან და რაღა თქმა უნდა ჩვენი სკოლა „მზეკაბანიდან“ იმკით.
ხანგრძლივი და ნაყოფიერი წლები მოგმადლოთ უფალმა თქვენს ლამაზ მონაგართან ერთად . გვიყვარხათ, გვეამაყებით, გვეიმედებით…
სკოლა მზეკაბანი 2-ის სახელით, დირექტორი, ბელა ჯანგიძე-გოცირიძე
03.06.2025წ.

