22 მაისს, სკოლა მზეკაბანში ჩატარდა პირველი კლასის დამამთავრებელი ღონისძიება, ანბანის გაცილება “ანიდან-ჰოემდე”, ეს იყო დაუვიწყარი წარმოდგენა თავისი შემადგენელი ნაწილებით, როგორიცაა ცეკვა, სიმღერა, ლექსები. თავდაპირველად მოსწავლეები სიტყვებით, ლექსებითა და სიმღერით მოეფერნენ ანბანს, შემდეგ მასწავლებელს და ბოლოს ლამაზად დაემშვიდობნენ დედაენას, რომელიც შუქია ბავშვის გონებისა.