28 მაისს სკოლა მზეკაბანი 2 რუსთავის საერო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეები საინფორმაციო ტურის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგ გიორგი გოგუას თანხლებით, ეწვივნენ ქალაქ რუთავის მუნიციპალიტეტსის მერიას. აღნიშნულ ვიზიტს მასპინძლობას უწევდა ქალაქ რუსთავის მერიის ადმინისტრაციის გუნდი და მისი ხელმძღვანელი ბატონი მიხეილ მოზაშვილი.

შეხვედრის მსველობისას, მასპნიძლებმა მოსწავლეებს გააცნეს მერიის საქალაქო სამსახურების მუშაობის სპეციფიკა, მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები; მათ შორის ახალგაზრდობის განათლებისა და კარირერული განვითარების პოლიტიკის კონცეფცია, ასევე ქალაქის ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების პოლიტიკა.

საერთო ჯამში, მერვე კლასის მოსწავლეებისთვის ორგანიზებული ეს აქტივობა მიზნად ისახავდა მათთვის იმ თეორიული საკითხების პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც სამოქალაქო განათლების პროგრამული სწავლების მიხედვით – ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

See insights and ads

Boost post

All reactions:

1919

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts