ჩვენს შესახებ

სკოლა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ახალი ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციას სასწავლო გარემოში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, ასევე, მათი სახალისო აქტივობებში ჩართვის გზით.
ამასთან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიჩინონ ინიციატივები, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების წახალისებაზე.
მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან კვალიფიციური ექთნის მომსახურებით, ასევე სკოლას ემსახურება ტრანსპორტი და გააჩნია გახანგძლივებული კლასი.
აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი კლუბების შეთავაზებით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.