სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები
დაწესებულების მისია
მოსწავლეებისათვის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული განათლების მიცემა, მოსწავლეებში ლოგიკური მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებ, რაც ხელს შეუწყობს მათ დამკვიდრებას, თანამედროვე სამყაროში ადაპტაციას.
ჩვენი მიზანია თითოეულმა მოსწავლემ მიაღწიოს არამარტო მაღალ აკადემიურ მაჩვენებელს, არამედ გამოიმუშაოს პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი. განუვითაროს მოსწავლეებს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა დდა დემოკრატიული ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობისა და პატივისცემის გრძნობა, აღზარდოს ინტელექტუალური მაღალი ზნეობისა და მოქალაქეობრივი პოზიციების მქონე პიროვნება.
სკოლის ხედვა
2030 წლამდე ჩვენ შევძლებთ, უსაფრთხო, პოზიტიურ ინკლუზიურ გარემოში პროფესიონალთა გუნდის მიერ დემმოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებით და მოსწავლეთა პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებით ხელი შევუწყოთ ისეთი თაობების აღზრდას, რომლებიც შეძლებენ თვითრეალიზებას და პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას მუდმივად განვითარებად სამყაროში.
სკოლის ღირებულებები
სკოლა უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
- გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
- მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყობთ რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
- თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის კონსტუქციულად განვიხილავთ სიქახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
- ობიექტურობა: ჩვენ მიკერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილინ პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
- განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.