Uncategorized by Mzekabani2 0 Comments სკოლაში ჩატარდა ინტეგრირებული ღია გაკვეთილი ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში. პედაგოგები: ნინო კერვალიშვილი, ლელა ჩაკვეტაძე გაკვეთილის თემა : არაბობა საქართველოში, ,,დაცვის სიგელი” საკვანძო საკითხები: 1. ,,დაცვის სიგელის” მნიშვნელობა 2. მურვან ყრუს ლაშქრობა 3. აბო თბილელის როლი (2024 წ)
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ჩვენს სკოლაში ჩატარდა ლექცია (ვიდეო გაკვეთილი) ამ თემასთან დაკავშირებით… ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გავაცანით იმ პერიოდის მნიშვნელოვანი დეტალები ლიტერატურული-მუსიკალური ჩვენებებით. თითოეული ბავშვი ინტერესით ადევნებდა თვალს ყოველ დეტალს, იყო მოსწავლეების მხრიდან უკუკავშირი და ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმი. ჩვენ გვჯერა რომ აფხაზეთში დავბრუნდებით, რადგან აფხაზეთი საქართველოა. Prev
სიახლე “მზეკაბანი 2-ის” პირველი კლასის მოსწავლეები იყვნენ მუზეუმში პროგრამაზე – “მოგზაურობა მულტიპლიკაციის სამყაროში”. მოსწავლეები გაეცნენ მულტიპლიკაციური კინოს შექმნის ტექნიკურ ხერხებს და ისტორიას, შემდეგ კი ნახეს ქართული მულტფილმი “კომბლე”. მიიღეს მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში. შემდეგ კი საკუთარი ხელით დაამზადეს მედლები სხვადასხვა გმირების გამოსახულებებით. ბოლოს ჰქონდათ ფოტოსესია და დაათვალიერეს მუზეუმის ტერიტორია. პედაგოგი: ნადია მიქაძე. View Details June 4, 2025