სკოლა მზეკაბანი 2-ში ა.წ. 20 მარტს ჩატარდა შიდა სასკოლო ჭადრაკის ტურნირი მოსწავლეთა შორის I-II-III/IV-V-VI კლასებში. მოსწავლეებმა ამ ტურნირით ისწავლეს რთულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება, წინდახედულობა, სიფრთხილე და ბევრი სხვა თვისება.

ამ ტურნირმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სტრატეგიული აზროვნების განვითარებასა და მეხსიერების გაუმჯობესებას. მოსწავლეებმა ისწავლეს მოთმინება და ყურადღება თამაშის ყველაზე რთულ მომენტებში.

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

უმცროს ასაკთა შორის:

I ადგილი – დემეტრე გურასპაშვილი,

II ადგილი – დევიდ კრუგერი;

უფროს ასაკთა შორის:

I ადგილი -სანან კიარიმოვი,

II ადგილი – გიორგი მესხიშვილი,

III ადგილი -აბელი მურუსიძე;

გოგონათა შორის:

I ადგილი – ნუცა აბრამიშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts