“მზეკაბანი 2” , რუსთავის საერო სკოლა მთელი მისი კოლექტივით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II -ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს სრულიად საქართველოს.
ამ მიზნით მოსწავლეებთან ჩატარდა კინოგაკვეთილი ილია II -ის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. პატრიარქის ცხოვრების მთავარი თემა – “გიყვარდეთ სამშობლო” – მოსწავლე-მასწავლებლებისთვის ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ორიენტირი გახდა.







