დღეს, 16/02/2026წ, შპს მზეკაბანი2, რუსთავის საერო სკოლაში მოეწყო შეხვედრა სკოლის ქიმიის პედაგოგთან ბ-ნ გივი მოსიაშვილთან, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს საჭადრაკო კომპოზიტორთა ნაკრები გუნდის წევრი, ფიდეს და საერთაშორისო ოსტატი, საერთაშორისო არბიტრი და ორი წიგნის ავტორი ჭადრაკის თემაზე.
ბატონმა გივი მოსიაშვილმა ჩაატარა ერთდროული სეანსი მოსწავლეებთან ჭადრაკში, რომელმაც გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება გონებრივი შრომა დიდ წარმატებად გადაიქცეს.
ჭადრაკი ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ერთერთი საყვარელი სასწავლო საგანია და მათ ხშირად უსახელებიათ როგორც სკოლა, ასევე პედაგოგიც , ქ-ნი მანანა მგელაძე, საქალაქო ოლიმპიადებში გამარჯვებით. მადლობა ყველა მონაწილეს








