მიმდინარე წლის 24 აპრილს . შპს მზეკაბანი 2 ,რუსთავის საერო სკოლას ეწვივნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტი ქალბატონი მაია კობახიძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პროფესიული განვითარების ცენტრის განათლების კოორდინატორი ბატონი როლანდ ხოჯანაშვილი. რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის, ქალბატონ ლეილა გორგაძის თაოსნობით.
ქალბატონმა მაია კობახიძემ დამსწრე პედაგოგებს გააცნო ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობა, ისაუბრა პროფკავშირის როლზე, მიმდინარე პროგრამებსა და პედაგოგთა პროფესიული მხარდაჭერის მიმართულებებზე. ქალბატონმა ლეილა გორგაძემ ყურადღება გაამახვილა პროფკავშირებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და იმ სიკეთეებზე , რაც ამ თანამშრომლობას მოაქვს.
ბატონი როლანდ ხოჯანაშვილის მიერ დაწვრილებით იქნა განხილული ის მნიშვნელოვანი სიახლეები ,რასაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გვთავაზობს ახალი სასწავლო წლიდან . განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება პედაგოგების მხრიდან საგნობრივი კურიკულუმების გამართულად შედგენასა და მათი განხორციელების ეფექტურობაზე სასწავლო პროცესში . გარდა აღნიშნულისა ისაუბრა იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე და სიახლეებზე, რაზედაც განათლების მინისტრი ბატონი გივი მიქანაძე ამახვილებს ყურადღებას და რომელთა გამოსწორების გზებსაც უცილობლად გვთავაზობს მომავალში, ხვალინდელი სკოლის სასიკეთოდ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები გულწრფელ მადლობას ვუხდით ქალბატონ მაია კობახიძეს, ქალბატონ ლეილა გორგაძეს და ბატონ როლანდ ხოჯანაშვილს საინტერესო, სასარგებლო და ნაყოფიერი დახმარებისათვის.





