დღეს ჩვენს სკოლაში მე-8 კლასის მოსწავლეებთან ერთად ნამდვილი კოსმოსური მოგზაურობა მოვაწყვეთ. გაკვეთილზე ისტორია და სამოქალაქო განათლება ერთმანეთს დაუკავშირდა: განვიხილეთ 1969 წლის „აპოლო 11-ის“ ლეგენდარული მისია და თანამედროვე „არტემის 2“, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ახალ ერას იწყებს. გუშინდელ დედამიწის დღესთან (Earth Day) დაკავშირებით, ხაზი გავუსვით იმას, რომ კოსმოსის კვლევა, პირველ რიგში, ჩვენს პლანეტაზე ზრუნვას ნიშნავს. ვისაუბრეთ გლობალურ მოქალაქეობაზე, საერთაშორისო თანამშრომლობასა და იმ ტექნოლოგიებზე, რომლებიც დედამიწის ეკოლოგიურ გადარჩენაში გვეხმარება. მოსწავლეებმა „კოსმოსური დეტექტივების“ როლიც მოირგეს, ფაქტებით დაამსხვრიეს პოპულარული მითები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ კრიტიკული აზროვნება თანამედროვე მოქალაქის მთავარი იარაღია. აღნიშნულ თემას უძღვებოდა ჩვენი სკოლის ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი შალვა ზაზაძე.



