22 აპრილი — დედამიწის დღე !

22 აპრილი — დედამიწის დღეI 🌍

დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა თითოეულის ვალდებულებაა.

„ მზეკაბანი-2“-ის ეკოკლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა( პედაგოგ ნათია ქრისტესიაშვილის ხელმძღვანელობით) საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს ქალაქის მოსახლეობაში. 🌿 ასევე ჩატარდა სამოქალაქო კლუბის მიერ მომზადებული კინო გაკვეთილი( პედაგოგ შალვა ზაზაძე ,) რომელსაც ესწრებოდნენ VIII-XI კლასიის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექცია . თემაზე “არტემის- II,დიდი დაბრუნება -გზა მომავლისაკენ.” მოსწავლეებმა ” კოსმოსური დეტექტივების ” როლი ,მოირგეს , ფაქტებით დაამსხვრიეს პოპულარული მითები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ , რომ კრიტიკული აზროვნება თანამედროვე მოქალაქის მთავარი იარაღია .

სკოლის ეზოში კი გაიმართა გამწვანების აქცია — ბავშვებმა სიყვარულით დარგეს ხეები და ყვავილები, რითაც კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა მწვანე მომავლისკენ.ამ ღონისძიებებმა მოსწავლეებში კიდევ ერთხელ გააღვივა ბუნების სიყვარული, დედამიწის გაფრთხილება და ზრუნვა 💚

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts