სტუმრობა ქალაქ რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში

წლების განმავლობაში რუსთავის საერო სკოლა მზეკაბანი-2-ში, არჩევით საგნად ისწავლება „სამშობლოსმცოდნეობა“, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს კუთხეებს უკეთ აცნობს და მათში აძლიერებს სულიერ ფასეულობებთან კავშირს, აახლოებს დედაეკლესიასთან.

საქართველოს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში, სკოლის დირექციის, მასწავლებლებისა და მშობლების მონაწილეობით, ვესტუმრეთ რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარს „ქსენონს“, ხოლო მიმდინარე წლის 22 აპრილს – ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი-ს.

ეკლესიის მღვდელმსახურმა, მამა საბამ, პატრიარქის ხსოვნისადმი მიძღვნილი პარაკლისი გადაიხადა. მან დალოცა სკოლის კოლექტივი მშობლებთან ერთად და უსურვა მათ სულიერი გაძლიერება და სარწმუნოებაში განმტკიცება.

სკოლა „მზეკაბანი-2“ მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს ეკლესიის მრევლს. ასევე გულწრფელ მადლობას უხდის მშობლებს აქტიური ჩართულობისთვის, რომელთა თანადგომის გარეშე ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება ვერ განხორციელდებოდა.

ეს კვირეული მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა — სითბოთი, სიყვარულითა და მზრუნველობით სავსე დღეებმა კიდევ ერთხელ დაანახა მათ, რომ რაც მეტად მიიწევ წინ სათნოების გზაზე, მით უფრო მსუბუქი ხდება შენი სვლა.

„გვიყვარხარ, პატრიარქო! ვივლით შენი ჭეშმარიტების გზით!“

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts