“ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი,,

სკოლაში ჩატარდა ღონისძიება 27 სექტემბერს ” ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი ” ბიბლიოთეკის გამგის ელენე თამარაშვილის ხელმძღვანელობით. შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიების მიზანი იყო აფხაზეთის თემის მნიშვნელობის შეხსენება , სამშობლოს ფასისა და დაკარგული კუთხის ტკივილის გაცნობიერება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პოეზია , მუსიკალური ნომრები, ასევე ისტორიული მასალა პედაგოგების ლელა ჩაკვეტაძის და ნინო კერვალიშვილის ჩართულობით. შემაჯამებელი სიტყვა წარმოსთქვა სკოლის დირექტორმა ქ-ნ ბელა ჯანგიძე-გოცირიძემ ,აღმასრულებელმა დირექტორმა ბ-ნ ვაჟა კანდელაკმა და დამსწრე პედაგოგებმა. ღონისძიება იყო ემოციურად დატვირთული და კიდევ ერთხელ გავიხსენეთ რომ ,აფხაზეთი საქართველო განუყოფელი ნაწილია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts