22 აპრილი — დედამიწის დღეI ![]()
დღე, რომელიც გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა თითოეულის ვალდებულებაა.
„ მზეკაბანი-2“-ის ეკოკლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა( პედაგოგ ნათია ქრისტესიაშვილის ხელმძღვანელობით) საზოგადოებაში ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს ქალაქის მოსახლეობაში.
ასევე ჩატარდა სამოქალაქო კლუბის მიერ მომზადებული კინო გაკვეთილი( პედაგოგ შალვა ზაზაძე ,) რომელსაც ესწრებოდნენ VIII-XI კლასიის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექცია . თემაზე “არტემის- II,დიდი დაბრუნება -გზა მომავლისაკენ.” მოსწავლეებმა ” კოსმოსური დეტექტივების ” როლი ,მოირგეს , ფაქტებით დაამსხვრიეს პოპულარული მითები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ , რომ კრიტიკული აზროვნება თანამედროვე მოქალაქის მთავარი იარაღია .
სკოლის ეზოში კი გაიმართა გამწვანების აქცია — ბავშვებმა სიყვარულით დარგეს ხეები და ყვავილები, რითაც კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა მწვანე მომავლისკენ.ამ ღონისძიებებმა მოსწავლეებში კიდევ ერთხელ გააღვივა ბუნების სიყვარული, დედამიწის გაფრთხილება და ზრუნვა ![]()








