9 აპრილის ტრაგედიის გახსენება …

“დღე დგება უტყვი და უჩვევი,

მეწამულ ბილიკზე ვდგებით…” –

ისმის ჯემალ სეფიაშვილის უკვდავი მელოდია “ტიტები”, რომლის ჰანგი ერთსა და იმავე დროს სამწუხაროცაა და საიმედოც… სამწუხარო იმიტომ, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლი უდანაშაულო ადამიანები ტრაგიკულად შეეწირნენ. საიმედოა, რადგან იგი სიმბოლოა ჩვენი ხალხის ერთიანობისა და თავსუფლებისა.

კერძო სკოლა “მზეკაბანი 2”-ის დარბაზში შეკრებილმა მონაწილემ თუ მსმენელმა, მასწავლებელმა თუ მოსწავლემ, სტუმრებმა თუ მშობელმა საქართველოს ჰიმნის და ანთებული სანთლების თანხლებით მადლობა უძღვნეს და კეთილად მოიხსენიეს 9 აპრილს შეწირულთა სულები.

გვჯერა ეს მრავლისმთქმელი ღონისძიება ,მომავლის ლამპრად აენთება თითოეული მოსწავლის ხსოვნაში და ქვეყნისა და მოყვასისთვის თავდადებას ასწავლის მათ.

ამ ღონისძიებას წითელ ზოლად გასდევდა მთავარი თემა: “გვიყვარხარ პატროარქო!”, იგო ხომ ყოველთვის მოყვასის სიყვარულს გვიქადაგებდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts